მეორე დღეს, როდესაც სკოლიდან მოვედი ჩემს და ოთახში შევედი დღიური გადაშლილი დამხვდა, არადა მახსოვდა, რომ დახურული დავტოვე. მერე გავიფიქრე, ალბათ გადაშლილი დამრჩათქო.(ამ დღიურში ჩემს ყოველდღიურ ისტორიას და ჩემს ფიქრებს ვწერდი.) როდესაც სამზარეულოში ჩავედი, გამიკვირდა, დედა თბილად დამხვდა. ნამცხვარი მომიჭრა და ყავაც დამისხა. მერე თავისთვისაც დაისხა ყავა და სუფრას მოუჯდა. მითხრა:
– ანი, შენთან სერიოზული საქმე მაქვს. მე მივდივარ უცხოეთში 1 კვირით, სამსახურიდან. ბევრ ფულს მომცემენ. შენ მარტო არ იქნები, ძიძა გეყოლება ძალიან კარგი გოგოა, თან ახალგაზრდა და მხიარული, ყველაფრის ნებას დაგრთავს, ღამე გვიან დაგაწვენს, მეგობრებთან გაგიშვებს, ყავას დაგალევინებს, კომპიუტერთან დიდხანს დაჯდები მაგრამ გაკვეთილებს წესიერად იმეცადინებ!
– მომენატრები დედა.. :(
– მეც, მაგრამ არაუშავს მალე ჩამოვალ. ხვალ მივფრინავ
მე დედას ჩავეხუტე. შემდეგ ნამცხვარი შევჭამე, ყავა დავლიე და ავედი სამეცადინოდ. შემდეგ შევედი თვითერზე და ვნახე რომ გაგამ დამაფოლოუვა. სიხარულისგან დავხტოდი, ვყვიროდი... გაგა შემოსული იყო, 7 წამის წინ დაუდია თვითი.მე დრო ვიხელთე და მივწერე:
" გამარჯობა გაგა, ,მე პატარა მონსტრი ვარ. ძალიან მიყვარხარ. რაღაც მინდა გთხოვო, დამეხმარე. სკოლაში მუდამ დამცინიან, მამცირებენ, არ მემეგობრებიან, მირტყამენ მხოლოდ იმის გამო რომ არ ვარ ლამაზი და განსხვავებული ვარ. რა გავაკეთო? თუ ნახავ ამ შეტყობინებას, ძალიან გთხოვ მიპასუხე! "
No comments:
Post a Comment