ნატალი როგორც კი სახლში მივიდა თავის ოთახში აირბინა. დიდ ყუთში იდო ლამაზი კონვერტი და ვარდისფერი პარკი. პარკში რაღაც საჩუქარი იყო, მაგრამ პირველ რიგში კონვერტი გახსნა რადგან წერილი უფრო აინტერესებდა. დაკეცილი ფურცელი გაშალა და დაიწყო კითხვა:
- გამარჯობა ნატალი! ( გოგონას გაუკვირდა თუ საიდან იცოდა მისი სახელი ) ამდენი ხანია დაგსდევ და გითვალთვალებ. ვიცი რომ ცოტა გეშინია კიდეც. მე მინდა გითხრა რომ დედაშენი ვარ. ადრე, როდესაც მამაშენს გავყევი ცოლად მთელი გულით მიყვარდა. როდესაც შენ გაგაჩინე, 7 თვის შემდეგ გამოჩნდა ერთი კაცი. მე ის ჯერ მომწონდა, შემდეგ კი შემიყვარდა. ჯერ ფარულად ვხვდებოდი, მაგრამ როდესაც მითხრა რომ რუსეთში მიდიოდა, მე დავივიწყე ყველაფერი და გადავწყვიტე მას წავყოლოდი. მე მამაშენს ყველაფერი ვუთხარი, შენც და ისიც მიგატოვეთ. მე მაშინ ახალგაზრდა და სულელი ვიყავი. მამაშენს მართლა ძალიან ვუყვარდი და ნერვიულობით გარდაიცვალა, ჩემი წასვლიდან რამოდენიმე დღის შემდეგ. მე დედ-მამა არ მყავდა, მამაშენის მშობლებმა უარი თქვეს შენს მოვლაზე, ჩვენ იმის შვილს ვერ მოვუვლით ვის გამოც ჩვენი შვილი გარდაიცვალაო. სხვა მამაშენის ნათესავებმაც ეს სთქვეს. დარჩათ შენი თავი ჩემს ნათესავებს, მისი მოვლა არავის შეეძლო და ამიტომ გაგაშვილეს. შენ გიშვილა ერთმა მშვენიერმა ადამიანმა, ვინც მთელი ცხოვრება გივლიდა. რაც ჩავიდინე იმას ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ და გთხოვ, შენ მაინც მაპატიე...
No comments:
Post a Comment