Sunday, April 28, 2013

ნატალი... (3 თავი)

 ნატალის ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ გული წაუვიდა... გონზე რომ მოვიდა საწოლში იწვა და მასთან ”დედა” იდგა, ოღონთ არა ის ვინც წერილი მიწერა. გოგონასთან დედინაცვალი იდგა და განერვიულებული სახით უყურებდა. ”დედამ” რომ დაინახა, ნატალიმ თვალები გაახილა გაუხარდა და გადაეხვია მას. გოგონამ ის მოიშორა, გვერდზე გაიწია. ”დედა” ისევ განერვიულდა. ნატალიმ უთხრა:
-შენ....შენ... დედაჩემი არ ხარ?? ამდენ ხანს მატყუებდიი?!”
 ნატალის ”დედას” ოფლმა დაასხა. ცოტახანი დუმდა, მაგრამ მერე ჰკითხა:
 -ნატალი, მგონი ძალიან ცუდად ხარ. რას გულისხმობ?
 - კი! კი ძალიან ცუდად ვარ და თუ მეტყვი რომ.... - ნატალი გაიქცა და წერილი მოიტანა - ეს წერილი ტყუილია, კარგად გავხდები!
”დედამ” ყველაფერი წაიკითხა. მას ცრემლები წამოუვიდა.
- ნატალი ეს... ესს... ეს წერილი... ეს წერილი...
- რა რა ეს წერილი? მითხარი!
- ეს წერილი.. ტყუილ..... მართალია!
ნატალიმ იკივლა, ტირილი დაიწყო, გავარდა ოთახიდან, აიღო თავისი ჩანთა, რაც შემოხვდა ყველაფერს ხელი დაარტყა.. ჭურჭელი დაამტვრია, წიგნები დახია, თავის დას, ქეთას ბურთი გაუხეთქა... რათქმაუნდა ძალით არ უნდოდა მაგრამ ძალიან გაბრაზებული იყო. ”დედა” მას გაეკიდა.
- ნატალიიიიიიი! ნატალი დაბრუნდი გთხოოოოოოვ! ნატალი არ წახვიდე! უშენოდ მოვკვდები, მე ხომ ძალიან მიყვარხარრრ! - ტირილით ეუბნებოდა ”დედა”
- არა! მე არ მიყვარხარ! მოკვდი! შენ მე არ გიყვარვარ, ამდენ ხანს მატყუებდი!
- ნატალიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.... - გაყვიროდა დედა და ტიროდა..
 გაიქცა ნატალი... ის მირბოდა და ტიროდა, მაგრამ სად თვითონაც არ იცოდა... ის შევიდა ერთ დიდ მარკეტში, იკითხა თუ სად იყო საპირფარეშო... ის შევიდა საპირფარეშოში, ამოიღო ჩანთიდან მაკრატელი და თმა შეიჭრა...

No comments:

Post a Comment