ზარიც დაირეკა. შემოვიდა მასწავლებელი საკლასო ოთახში. დაჯდა, სია ამოიკითხა და შემდეგ თქვა:
" ახლა მე დავალებებს გამოვიკითხავ და ჩავიბარებ."
მე არ მეწერა დავალება. მასწავლებელს ვუთხარი რომ ვერ მოვასწარი. მან არ დაიჯერა, მითხრა უბრალოდ დაგეზარაო და ორიანი დამიწერა. ჩემს წინ მჯდომმა მოსწავლემ სიცილით მითხრა:
– აჰაჰ! შენი სატანა დედა მონსტრის მუსიკების მოსმენა ხომ მოასწარი?
– აუ დავაი რა შენს საქმეს მიხედე, სატანა თავი გაბია – ვუპასუხე მე.
– წესიერად გოგო თორე წამოვიდა სახეში
– მიდი აბა!
მართლაც, მოიქნია ხელი და მომხვდა. ძალიან მეტკინა და ამეტირა. მასწავლებელმა ვერც შეამჩნია ისე დაიწყო გაკვეთილის ახსნა. ზარი დაირეკა და დაიწყო დასვენება. მე გავიქეცი ბუფეტში და ერთი ფუნთუშა ვიყიდე. ჩემი კლასელი დამადგა და მთხოვა, უფროსწორედ "მიბრძანა" მომეციო. მე უარი ვუთხარი. ის გამომეკიდა და წამართვა. მე ძალიან მშიოდა, მაგრამ ფული აღარ მქონდა...
სკოლის მერე სახლში ფეხით წავედი. დედაჩემი იქ არ დამხვდა, მეგობართან იყო წასული. მე ავედი ჩემს ოთახში და ვფიქრობდი ყველაფერზე.
" ღმერთო, განა რა დავაშავე ასეთი, ყველა დამცინის, მჩაგრავს, მრიყავს. არავინ მემეგობრება. რატომ არის სამყარო ასეთი სასტიკი რატომ ვძულვარ ასე მე მათ? რითი ვარ მათზე ნაკლები?... არავინ მყავს, არავინ უფალო... განა გაგა მართლა სატანაა და მე მის ფანობის გამო ვისჯები? არა მგონია, ის ხომ პირჯვარს იწერს და ათასობით ადამიანს ეხმარება... მე ხომ უბრალოდ მისი მუსიკა მომწონს. ადამიანში ნიჭს ვაფასებ. უკვე აღარ მინდა ცხოვრება, თავი ჯოჯოხეთში მგონია. საკუთარი დედაც კი ძალიან გაბრაზებულია ჩემზე. უკვე ვეღარ ვითმენ უფალო დამეხმარე გთხოოოვ! "
მე ტირილი დავიწყე, ნელნელა უფრო ხმამაღლა და სლუკუნით ვლაპარაკობდი.
" სკოლაში საჭმელსაც აღარ მიტოვებენ, მირტყამენ... დამცინიან, არავინ მეხმარება, არავინ მემეგობრება. მათხოვარი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, ასეთი კეთილია და დამეხმარა. მას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობები? იმ ნაგავ და უგულო ბავშვებს, რომლებიც მუდამ დამცინიან და მამცირებენ, მათ უნდა ჰქონდეთ ლამაზი ტანსაცმელი, ბევრი ფული და კარგი გარეგნობა? რა უსამართლობაა... ღმერთო კიდევ ერთხელ გთხოვ რომ დამეხმარო! "
ამ სიტყვების შემდეგ დავჯექი ჩემს საწერ მაგიდასთან და წიგნი გადავშალე...
No comments:
Post a Comment