Wednesday, April 3, 2013

Born to be Brave ( ნაწილი 5 )

 მეორე დღეს სკოლაში არ წავედი. დედას წავყევი აეროპორტში. იქ დამხვდა ჩემი ძიძაც. გავიცანი, მშვენიერი ადამიანი იყო. დედას ჩავეხუტე, დავემშვიდობე ცრემლებიც კი წამომივიდა.
- ნახვამდის დეე!
- ნახვამდის ჩემო სიხარულო!
- მომენატრები დეეე!
- მეც ანი!
- დეეე არ წახვიდეე ან მეც წამიყვანეეე!
- ვერ წაგიყვან ანი ხო იცი... ავდივარ ახლა თვითმფრინავში ნახვამდიის!
- ნახვამდის დეე....
 სახლში ჩემს ძიძასთან ერთად წავედი. ჩემი ძიძა ძალიან მხიარული იყო. მე მას ვკითხე გაგას შესახებ რას ფიქრობდა
- ოო.. რთული სათქმელია. მე არ მომწონს მისი ჩაცმის სტილი და ქცევები, მაგრამ ძალიან  კარგად მღერის. სისულელეებს რომ იძახიან სატანისტიაო და ასე შემდეგ ასეთი რაღაცეების არ მჯერა.
- რა კარგია. ძლივს ვიპოვე ვიღაც ისეთი, ვინც გამიგებს...
- რას გულისხმობ?
მე ყველაფერი მოვუყევი ჩემს შესახებ.
- ეს ძალიან ცუდია, მაგრამ არაუშავს, მოვა დრო და შეგეხვეწებიან მეგობრობას!
- ნეტავ მართლაც მოვიდეს ეს დრო... - გავიფიქრე ჩემთვის.
 ჩემს ოთახში ავედი, კომპიუტერთან დავჯექი და თვითერში შევედი. გაგას პასუხი არ მოუწერია. თუმცა იმედი არ დამიკარგავს! მე მაინც ველოდებოდი გაგას მესიჯს...

No comments:

Post a Comment