ნატალი გამოვიდა მარკეტიდან... მირბოდა, მაგრამ სად? თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. არ იცოდა სად წასულიყო, სიცოცხლე აღარ უნდოდა. თან ფიქრობდა ყველაფერზე, მის ”დედაზე” რომელიც გულში მართლა უყვარდა... მის პატარა დაზე, რომელსაც ძალიან აწყენინა როდესაც ბურთი გაუხეთქა... მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მისი ნამდვილი დედის წერილზე ფიქრობდა. ამოიღო წერილი ჯიბიდან და კიდევ ერთხელ გადაიკითხა. ნატალიმ წაკითხვის ბოლოს ისევ ტირილი დაიწყო... მას ძალიან მოსწყურდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა. აღარ იცოდა რა ექნა, თან უკვე საღამო ახლოვდებოდა. იმაზე ღელავდა ღამე სად გაეტარებინა... სახლში არ დაბრუნდებოდა...
მერე გაახსენდა რომ უბანში ერთ ნარკომან ბიჭს, ნიკას უყვარდა. ნატალიმ უეცრად დაინახა მისი ”დედა”. ის ყვიროდა ”ნატალიიიიიიიიიი სად ხაარ ” და თან ტიროდა... გოგონა მანქანას ამოეფარა, რომ ”დედას” არ დაენახა. შემდეგ ჩუმათ ნიკას სახლში გაიქცა.
No comments:
Post a Comment