Friday, May 3, 2013

ნატალი... (6 თავი)

  ბიჭები ნატალის დათანხმდნენ ნარკოტიკის ყველაზე ძლიერი დოზის მიცემაზე, მაგრამ ნიკამ იყვირა:
- არაა! არავითარ შემთხვევაში! ნატალი შეიძლება ამით მოკვდეს და მე ამას ვერ დავუშვებ! ვისაც გინდათ მიეცით, ოღონთ ნატალის არა!
ბიჭებმა უთხრეს:
- კაი, როგორც შენ იტყვი. ნატალიმ ძალიან გვთხოვა და იქნებ მივცეთ...
- არა არა!
-  კაი ხო... ნატალი ბოდიში.. :(
 გოგონას სახეზე წყენა შეეტყო.
- ნიკა გეხვეწები :( - უთხრა ნატალიმ
- არაა!
 გოგონა გაბრაზდა და  გაქცევა დააპირა, მაგრამ ნიკამ შეაჩერა.
- ნატალი მითხარი რა დაგემართა?! რატომ გინდა სიკვდილი?
- მაშინ შემპირდი რომ როდესაც ყველაფერს მოგიყვები ნარკოტიკის ყველაზე ძლიერ დოზას მომცემ!
- წამომყევი...

Thursday, May 2, 2013

ნატალი... (5 თავი)

 ნიკა ნახევრად ობოლი იყო. მას მხოლოდ დედა ჰყავდა , რომელიც მუშაობდა და სახლში მხოლოდ გვიან საღამოს მოდიოდა.  ნიკას ნატალი ერთი წელია უყვარდა და გადაწყვეტილი ჰქონდა როდესაც 19 წლის გახდებოდა ცოლობაც ეთხოვა.
 ნატალი მივიდა ნიკას სახლთან. ჯერ კარგად დაფიქრდა და მკაცრად გადაწყვიტა რომ შესულიყო. მან დააკაკუნა კარზე. კარი ნიკას მეგობარმა გაუღო. მას გაუხარდა და ნიკას უთხრა:
” ვაა ნიკა შენი მომავალი პატარძალი მოვიდა”. ნიკა ნატალისთან მივიდა, ცოტა  გაკვირვებული.
ნატალიმ ნიკას და მის მეგობრებს უთხრა:
- მომისმინეთ, ყველაფერს შეგისრულებთ, ოღონთ ნარკოტიკის ყველაზე ძლიერი დოზა მომეცით!
 ბიჭებმა უთხრეს:
- რავიცი, რადგან ასე გინდა კარგი...

ნატალი... (4 თავი)

 ნატალი გამოვიდა მარკეტიდან... მირბოდა, მაგრამ სად? თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. არ იცოდა სად წასულიყო, სიცოცხლე აღარ უნდოდა. თან ფიქრობდა ყველაფერზე, მის ”დედაზე” რომელიც გულში მართლა უყვარდა... მის პატარა დაზე, რომელსაც ძალიან აწყენინა როდესაც ბურთი გაუხეთქა... მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მისი ნამდვილი დედის წერილზე ფიქრობდა. ამოიღო წერილი ჯიბიდან და კიდევ ერთხელ გადაიკითხა. ნატალიმ წაკითხვის ბოლოს ისევ ტირილი დაიწყო... მას ძალიან მოსწყურდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა. აღარ იცოდა რა ექნა, თან უკვე საღამო ახლოვდებოდა. იმაზე ღელავდა ღამე სად გაეტარებინა... სახლში არ დაბრუნდებოდა...
  მერე გაახსენდა რომ უბანში ერთ ნარკომან ბიჭს, ნიკას უყვარდა. ნატალიმ უეცრად დაინახა მისი ”დედა”. ის ყვიროდა ”ნატალიიიიიიიიიი სად ხაარ ” და თან ტიროდა... გოგონა მანქანას ამოეფარა, რომ ”დედას” არ დაენახა. შემდეგ ჩუმათ ნიკას სახლში გაიქცა.

Sunday, April 28, 2013

ნატალი... (3 თავი)

 ნატალის ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ გული წაუვიდა... გონზე რომ მოვიდა საწოლში იწვა და მასთან ”დედა” იდგა, ოღონთ არა ის ვინც წერილი მიწერა. გოგონასთან დედინაცვალი იდგა და განერვიულებული სახით უყურებდა. ”დედამ” რომ დაინახა, ნატალიმ თვალები გაახილა გაუხარდა და გადაეხვია მას. გოგონამ ის მოიშორა, გვერდზე გაიწია. ”დედა” ისევ განერვიულდა. ნატალიმ უთხრა:
-შენ....შენ... დედაჩემი არ ხარ?? ამდენ ხანს მატყუებდიი?!”
 ნატალის ”დედას” ოფლმა დაასხა. ცოტახანი დუმდა, მაგრამ მერე ჰკითხა:
 -ნატალი, მგონი ძალიან ცუდად ხარ. რას გულისხმობ?
 - კი! კი ძალიან ცუდად ვარ და თუ მეტყვი რომ.... - ნატალი გაიქცა და წერილი მოიტანა - ეს წერილი ტყუილია, კარგად გავხდები!
”დედამ” ყველაფერი წაიკითხა. მას ცრემლები წამოუვიდა.
- ნატალი ეს... ესს... ეს წერილი... ეს წერილი...
- რა რა ეს წერილი? მითხარი!
- ეს წერილი.. ტყუილ..... მართალია!
ნატალიმ იკივლა, ტირილი დაიწყო, გავარდა ოთახიდან, აიღო თავისი ჩანთა, რაც შემოხვდა ყველაფერს ხელი დაარტყა.. ჭურჭელი დაამტვრია, წიგნები დახია, თავის დას, ქეთას ბურთი გაუხეთქა... რათქმაუნდა ძალით არ უნდოდა მაგრამ ძალიან გაბრაზებული იყო. ”დედა” მას გაეკიდა.
- ნატალიიიიიიი! ნატალი დაბრუნდი გთხოოოოოოვ! ნატალი არ წახვიდე! უშენოდ მოვკვდები, მე ხომ ძალიან მიყვარხარრრ! - ტირილით ეუბნებოდა ”დედა”
- არა! მე არ მიყვარხარ! მოკვდი! შენ მე არ გიყვარვარ, ამდენ ხანს მატყუებდი!
- ნატალიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.... - გაყვიროდა დედა და ტიროდა..
 გაიქცა ნატალი... ის მირბოდა და ტიროდა, მაგრამ სად თვითონაც არ იცოდა... ის შევიდა ერთ დიდ მარკეტში, იკითხა თუ სად იყო საპირფარეშო... ის შევიდა საპირფარეშოში, ამოიღო ჩანთიდან მაკრატელი და თმა შეიჭრა...

Thursday, April 18, 2013

ნატალი... (2 თავი) ”უცნობი” ქალის წერილი

ნატალი როგორც კი სახლში მივიდა თავის ოთახში აირბინა. დიდ ყუთში იდო ლამაზი კონვერტი და ვარდისფერი პარკი. პარკში რაღაც საჩუქარი იყო, მაგრამ პირველ რიგში კონვერტი გახსნა რადგან წერილი უფრო აინტერესებდა. დაკეცილი ფურცელი გაშალა და დაიწყო კითხვა:
- გამარჯობა ნატალი! ( გოგონას გაუკვირდა თუ საიდან იცოდა მისი სახელი ) ამდენი ხანია დაგსდევ და გითვალთვალებ. ვიცი რომ ცოტა გეშინია კიდეც. მე მინდა გითხრა რომ დედაშენი ვარ. ადრე, როდესაც მამაშენს გავყევი ცოლად მთელი გულით მიყვარდა. როდესაც შენ გაგაჩინე, 7 თვის შემდეგ გამოჩნდა ერთი კაცი. მე ის ჯერ მომწონდა, შემდეგ კი შემიყვარდა. ჯერ ფარულად ვხვდებოდი, მაგრამ როდესაც მითხრა რომ რუსეთში მიდიოდა, მე დავივიწყე ყველაფერი და გადავწყვიტე მას წავყოლოდი. მე მამაშენს ყველაფერი ვუთხარი, შენც და ისიც მიგატოვეთ. მე მაშინ ახალგაზრდა და სულელი ვიყავი. მამაშენს მართლა ძალიან ვუყვარდი და ნერვიულობით გარდაიცვალა, ჩემი წასვლიდან რამოდენიმე დღის შემდეგ. მე დედ-მამა არ მყავდა, მამაშენის მშობლებმა უარი თქვეს შენს მოვლაზე, ჩვენ იმის შვილს ვერ მოვუვლით ვის გამოც ჩვენი შვილი გარდაიცვალაო. სხვა მამაშენის ნათესავებმაც ეს სთქვეს. დარჩათ შენი თავი ჩემს ნათესავებს, მისი მოვლა არავის შეეძლო და ამიტომ გაგაშვილეს. შენ გიშვილა ერთმა მშვენიერმა ადამიანმა, ვინც მთელი ცხოვრება გივლიდა. რაც ჩავიდინე იმას ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ და გთხოვ, შენ მაინც მაპატიე...

Wednesday, April 17, 2013

ნატალი... (1 თავი)

  ერთ ქუჩაზე, ცხოვრობდა ერთი გოგონა, რომელსაც ნატალი ერქვა. ის 13 წლის იყო. ნატალი ყოველ დღე მხიარულად დადიოდა სკოლაში, მაღაზიებში, ქუჩაში. სიცოცხლე უხაროდა, მოსწონდა და უყვარდა საკუთარი თავი.
 მიუხედავად იმისა, რომ ნატალი საერთოდ არ გავდა დედას, არასდროს არ შეჰპარებია ეჭვი იმაში, რომ ნაშვილები იყო. ერთხელ მან დედას ჰკითხა:
- დედა, ყველა მეუბნება რომ არ გგევარ და მეც ვერ ვხედავ ჩვენს თავში მსაგვსებას. მე შავგვრემანი ვარ, შენ ქერა. მე მწვანე თვალები მაქ, შენ ლურჯი. არც მამას ვგევარ. რატომ?
 დედას ცოტა გაუჭირდა პასუხის გაცემა, მაგრამ არ დაიბნა და შვილს უპასუხა:
- ზოგჯერ შვილები ბებიებს ემსგავსებიან. შენც ბებიაშენს გევხას.
 და ანახა ბებიას ბავშობის სურათი (სინამდვილეში კი ეს თვითონ ნატალი იყო). გოგონამ მართლაც დიდი მსგავსება დაინახა. გავიდა დღეები, ნატალი დღითიდღე იზრდებოდა და ბევრ რამეს ხვდებოდა, ერთის გარდა: რატომ უთვალთვალებდა სკოლასთან ერთი ქალი ყოველ დღე. ნატალის ცოტა ეშინოდა კიდეც, ნელნელა ეს შიში მატულობდა. ნატალიმ გადაწყვიტა სხვა გზით ევლო, ის გზა უფრო გრძელი იყო მაგრამ უსაფრთხო. რამოდენიმე დღე უცნობი ქალი აღარ ჩანდა. გოგონამ შვება იგრძნო, იფიქრა რომ თავი დამანებაო მაგრამ მწარედ შეცდა. ერთი კვირის შემდეგ უცნობი ქალი იმ გზაზეც შეამჩნია. ნატალის ძალიან შეეშინდა, მაგრამ ამის მოყოლა დედასთვის არ უნდოდა. ერთხელაც, უცნობი ქალი გოგონას მიუახლოვდა. ნატალის ფერი შეეცვალა, შიშის ოფლმა დაასხა. ნატალიმ ჰკითხა:
- რრრა რრაა გინდათ?
 უცნობმა ქალმა გაუღიმა და უპასუხა:
- ვიცი, ყოველდღე მხედავ და ალბათ ცოტა გეშინია ჩემი, გაინტერესებს თუ რატომ გითვალთვალებ. ახლავე გეტყვი. ჩვენ ერთმანეთთან დიდი კავშირი გვაქ. თუ კარგად დამაკვირდები შეამჩნევ, რომ რაღაცით გგევარ.
ნატალი მართლაც დააკვირდა და შეამჩნია მსგავსება. ქალმა გააგრძელა:
- მე დიდი ხანია ვფიქრობ და გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვა. აი, გამომართვი ეს ყუთი და ნახე. ამ ყუთში დევს წერილი, სადაც ყველაფერი წერია და ასევე მცირეოდენი საჩუქარი.
 ნატალიმ ყუთი გამოართვა და სახლში წავიდა. მას ძალიან ეჩქარებოდა, ძალიან აინტერესებდა თუ რა იდო ყუთში...

Monday, April 8, 2013

ჰაიდენ უილიამსი Hayden Williams - უნიჭიერესი ილუსტრატორი

ერთერთ გაგას გვერდზე, იდო რომელიღაცა ილუსტრატორის მიერ დახატული გაგა. რომ დავაკვირდი ფოტოს ეწერა: ” Hayden Williams". ძალიან მომეწონა ნახატი და დამაინტერესა ამ ილუსტრატორმა. Google-ში შევედი და ავკრიფე "Hayden Williams". ძალიან ბევრი შესანიშნავი ნახატი ვნახე, რომელიც ძალიან მომეწონა...
ჰაიდენ უილიამსი ახალგაზრდა ნიჭიერი მოდური ილუსტრატორია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მოკლე დროში გახდა ცნობილი თავისი ნიჭიერებით და უკვე თაყვანისმცემლებიც კი გამოუჩნდა, ისინი, ვინც მის ტალანტს აფასებენ. ჰაიდენს ძალიან უყვარს ცნობილი ადამიანების ხატვა. წარმოგიდგენთ მის ნამუშევრებს: