მესმის დედის უკვე თითქმის ჩამწყდარი ხმით ყვირილი და კარებზე მთელი ძალით დარტყმის ხმა. თვალები რომ გავახილე თავიდან ვერ მივხვდი ვერაფერს, მაგრამ უცებ გამახსენდა. გუშინ ჩავიკეტე ჩემს ოთახში, დავწექი საწოლზე და ტირილი დავიწყე. თურმე ჩამძინებია და მეცადინეობაც კი დამავიწყდა. სკოლა 9–ზე მეწყებოდა, უკვე 8:30 იყო. სკოლაში მაგვიანდებოდა, დედაჩემი კიდევ ყვიროდა. მე სწრაფად ჩავიცვი და გავიქეცი ოთახიდან. დედაჩემი მომვარდა და ყური ამიწია: " გოგო არ გესმის რომ გეძახი? ჩაგეძინა ხო გუშინ და ვერაფერი ვერ იმეცადინე? ! მაინც წახვალ სკოლაში! "
შევჭამე და სირბილით გავიქეცი სკოლაში. სკოლასთან რომ მივედი დავინახე, ორი გოგო დაჟინებით მიყურებდა და ერთი მეორეს რაღაცას ეუბნებოდა. მე მათ ვუყურებდი, წინ არ ვიყურებოდი, ქვას წამოვკარი ფეხი და ტალახში დავეცი. ყველას სიცილი აუტყდა, არავინ მოვიდა ჩემს დასახმარებლად. ფეხი ძალიან მტკიოდა, ვერ ვდგებოდი. მასწავლებელსაც არავინ დაუძახა. მე ვტიროდი, სხვა კი ყველა იცინოდა. ამდროს ჩემი სკოლის ეზოში ერთი მართხოვარი შემოვიდა, დაახლოებით ჩემი ასაკის იყო. დამეხმარეთო იძახდა. წაქცეული რომ დამინახა მოვიდა და ამაყენა, ბავშვების ამაზრზენმა სიცილმა კი გული ატკინა და გააკვირვა კიდეც. მათხოვარმა მკითხა თუ რატომ იცინოდნენ ასე, ან რატომ არ დამეხმარნენ მეგობრები. მე ვუთხარი:
– ისინი ჩემი მეგობრები არ არიან!
მე მათხოვარს ცოტაოდენი ფული მივეცი და მადლობა გადავუხადე. ის გავიდა ჩვენი ეზოდან. ბავშვებს ახლა უფრო გაეცინათ, ერთმა მომაზახა:
– აჰაჰ! მათხოვარს დაუმეგობრდი? ჰაჰა რას შვრება შენი სატანა დედა მონსტრი მოკვდა იმ ოპერაციისგან? მე ცრემლები წამომივიდა და გავიქეცი სკოლაში. საპირფარეშოში შევედი. ტალახი მოვიწმინდე, ნამტირალები სახე მოვიბანე და კლასში ისე ავედი. სკოლაში რომ შევედი დამცინეს, აჰაჰ დაისვარა ჩვენი მონსტრი ეზოშიო. მე კიდევ მეტირებოდა. ჩემი მეგობრების უგულობაზე, თუ როგორ იცინონენ იმაზე რომ გაგამ ოპერაციის დროს ამდენი ტკივილი გადაიტანა. მე მეტირებოდა იმაზე, რომ ასე ვძულდი ყველას მხოლოდ იმის გამო, რომ გაგა მიყვარდა და არ ვიყავი ლამაზი...
martla viziareb martla vwuxvar esraari ani dzaan miyvarxar icode dasavit martalia liveshi ar myavxar nanaxi magram maxsovs rogor mexmarebodi megobrebic vart da didi xani gicnob icode monstrebi shentvis pexze davdgebit da dagexmarebit <3
ReplyDelete