Sunday, March 31, 2013

Born to be Brave ( ნაწილი 3 )

 ზარიც დაირეკა. შემოვიდა მასწავლებელი საკლასო ოთახში. დაჯდა, სია ამოიკითხა და შემდეგ თქვა:
" ახლა მე დავალებებს გამოვიკითხავ და ჩავიბარებ."
 მე არ მეწერა დავალება. მასწავლებელს ვუთხარი რომ ვერ მოვასწარი. მან არ დაიჯერა, მითხრა უბრალოდ დაგეზარაო და ორიანი დამიწერა. ჩემს წინ მჯდომმა მოსწავლემ სიცილით მითხრა:
– აჰაჰ! შენი სატანა დედა მონსტრის მუსიკების მოსმენა ხომ მოასწარი?
– აუ დავაი რა შენს საქმეს მიხედე, სატანა თავი გაბია – ვუპასუხე მე.
– წესიერად გოგო თორე წამოვიდა სახეში
– მიდი აბა!
 მართლაც, მოიქნია ხელი და მომხვდა. ძალიან მეტკინა და ამეტირა. მასწავლებელმა ვერც შეამჩნია ისე დაიწყო გაკვეთილის ახსნა. ზარი დაირეკა და დაიწყო დასვენება. მე გავიქეცი ბუფეტში და ერთი ფუნთუშა ვიყიდე. ჩემი კლასელი დამადგა და მთხოვა, უფროსწორედ "მიბრძანა" მომეციო. მე უარი ვუთხარი. ის გამომეკიდა და წამართვა. მე ძალიან მშიოდა, მაგრამ ფული აღარ მქონდა...
  სკოლის მერე სახლში ფეხით წავედი. დედაჩემი იქ არ დამხვდა, მეგობართან იყო წასული. მე ავედი ჩემს ოთახში და ვფიქრობდი ყველაფერზე.
" ღმერთო, განა რა დავაშავე ასეთი, ყველა დამცინის, მჩაგრავს, მრიყავს. არავინ მემეგობრება. რატომ არის სამყარო ასეთი სასტიკი რატომ ვძულვარ ასე მე მათ? რითი ვარ მათზე ნაკლები?... არავინ მყავს, არავინ უფალო... განა გაგა მართლა სატანაა და მე მის ფანობის გამო ვისჯები? არა მგონია, ის ხომ პირჯვარს იწერს და ათასობით ადამიანს ეხმარება... მე ხომ უბრალოდ მისი მუსიკა მომწონს. ადამიანში ნიჭს ვაფასებ. უკვე აღარ მინდა ცხოვრება, თავი ჯოჯოხეთში მგონია. საკუთარი დედაც კი ძალიან გაბრაზებულია ჩემზე. უკვე ვეღარ ვითმენ უფალო დამეხმარე გთხოოოვ! "
 მე ტირილი დავიწყე, ნელნელა უფრო ხმამაღლა და სლუკუნით ვლაპარაკობდი.
 " სკოლაში საჭმელსაც აღარ მიტოვებენ, მირტყამენ... დამცინიან, არავინ მეხმარება, არავინ მემეგობრება. მათხოვარი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, ასეთი კეთილია და დამეხმარა. მას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობები?  იმ ნაგავ და უგულო ბავშვებს, რომლებიც მუდამ დამცინიან და მამცირებენ, მათ უნდა ჰქონდეთ ლამაზი ტანსაცმელი, ბევრი ფული და კარგი გარეგნობა? რა უსამართლობაა... ღმერთო კიდევ ერთხელ გთხოვ რომ დამეხმარო! "
 ამ სიტყვების შემდეგ დავჯექი ჩემს საწერ მაგიდასთან და წიგნი გადავშალე...

Saturday, March 30, 2013

Born to be Brave ( ნაწილი 2 )

 მესმის დედის უკვე თითქმის ჩამწყდარი ხმით ყვირილი და კარებზე მთელი ძალით დარტყმის ხმა. თვალები რომ გავახილე თავიდან ვერ მივხვდი ვერაფერს, მაგრამ უცებ გამახსენდა. გუშინ ჩავიკეტე ჩემს ოთახში, დავწექი საწოლზე და ტირილი დავიწყე. თურმე ჩამძინებია და მეცადინეობაც კი დამავიწყდა. სკოლა 9–ზე მეწყებოდა, უკვე 8:30 იყო. სკოლაში მაგვიანდებოდა, დედაჩემი კიდევ ყვიროდა. მე სწრაფად ჩავიცვი და გავიქეცი ოთახიდან. დედაჩემი მომვარდა და ყური ამიწია: " გოგო არ გესმის რომ გეძახი?  ჩაგეძინა ხო გუშინ და ვერაფერი ვერ იმეცადინე? ! მაინც წახვალ სკოლაში! "
 შევჭამე და სირბილით გავიქეცი სკოლაში. სკოლასთან რომ მივედი დავინახე, ორი გოგო დაჟინებით მიყურებდა და ერთი მეორეს რაღაცას ეუბნებოდა. მე მათ ვუყურებდი, წინ არ ვიყურებოდი, ქვას წამოვკარი ფეხი და ტალახში დავეცი. ყველას სიცილი აუტყდა, არავინ მოვიდა ჩემს დასახმარებლად. ფეხი ძალიან მტკიოდა, ვერ ვდგებოდი. მასწავლებელსაც არავინ დაუძახა. მე ვტიროდი, სხვა კი ყველა იცინოდა. ამდროს ჩემი სკოლის ეზოში ერთი მართხოვარი შემოვიდა, დაახლოებით ჩემი ასაკის იყო. დამეხმარეთო იძახდა. წაქცეული რომ დამინახა მოვიდა და ამაყენა, ბავშვების ამაზრზენმა სიცილმა კი გული ატკინა და გააკვირვა კიდეც. მათხოვარმა მკითხა თუ რატომ იცინოდნენ ასე, ან რატომ არ დამეხმარნენ მეგობრები. მე ვუთხარი:
– ისინი ჩემი მეგობრები არ არიან!
 მე მათხოვარს ცოტაოდენი ფული მივეცი და მადლობა გადავუხადე. ის გავიდა ჩვენი ეზოდან. ბავშვებს ახლა უფრო გაეცინათ, ერთმა მომაზახა:
– აჰაჰ! მათხოვარს დაუმეგობრდი? ჰაჰა რას შვრება შენი სატანა დედა მონსტრი მოკვდა იმ ოპერაციისგან? მე ცრემლები წამომივიდა და გავიქეცი სკოლაში. საპირფარეშოში შევედი. ტალახი მოვიწმინდე, ნამტირალები სახე მოვიბანე და კლასში ისე ავედი. სკოლაში რომ შევედი დამცინეს, აჰაჰ დაისვარა ჩვენი მონსტრი ეზოშიო. მე კიდევ მეტირებოდა. ჩემი მეგობრების უგულობაზე, თუ როგორ იცინონენ იმაზე რომ გაგამ ოპერაციის დროს ამდენი ტკივილი გადაიტანა. მე მეტირებოდა იმაზე, რომ ასე ვძულდი ყველას მხოლოდ იმის გამო, რომ გაგა მიყვარდა და არ ვიყავი ლამაზი...

Friday, March 29, 2013

Born to be Brave ( ნაწილი 1 )

დღეს საშინელი დღე მქონდა... ჩემმა კლასელებმა გაგას მაიკა გამიფუჭეს, კალმები და საღებავები წამისვეს... ჩანთა გამიქექეს და გაგას ფოტო იპოვეს, ამოიღეს და დამიხიეს. ამ დროს იმდენად გავბრაზდი, რომ სულ დამავიწყდა სად ვიყავი, რას ვაკეთებდი ან ვინ ვიყავი! მე მხოლოდ შურისძიების სურვილი მქონდა. მივვარდი ჩემს კლასელ გოგონას, ლიზის რომელმაც ჩანთიდან გაგას ფოტო ამომაცალა და სხვა კლასელებთან ერთად დამიხია და თმაში მთელი ძალით მოვქაჩე, მაკრატელი ავიღე და ცალ მხარეს მთელი თმა მოვაჭერი. ლიზიმ ტირილი დაიწყო. მას ძალიან გრძელი და ლამაზი თმა ჰქონდა, რითაც ამაყობდა და "ბლატაობდა".ყველა ჩემს კლასელს ძალიან შეეშინდა და გაიქცნენ. მე ავიღე მათი ნივთები და ფანჯრიდან გადავყარე. რამოდენიმე წუთში ჩემი კლასელები მასწავლებლებთან და დირექტორთან ერთად მოვიდნენ. დირექტორი და მასწავლებელი გაგიჟებულები დარჩნენ ეს რა ჰქენი, შენგან არ მოველოდითო. დედაჩემი დაიბარეს. გაკვეთილების შემდეგ ბავშვების მშობლები დამადგნენ და ჩხუბი დამიწყეს. მე გამოვიქეცი მაგრამ ჩემდა საუბედურო გზაში ატირებულ ლიზის და დედამისს შევხვდი. ლიზიმ დედას უთხრა:
– აი დედა ეს იყო თმა რომ მომაჭრა, ეს არის ანი!
– გოგო მოდი აქ! შენ რა უზრდელი ყოფილხარ, მაგ შენი სატანისტი ლედი გაგას გამო რა უქენი ჩემს შვილს ?
– სატანისტი არაა! თქვენმა შვილმა მე მისი ფოტო დამიხია!
– მერე ერთი ფოტოს გამო თმა უნდა მოაჭრა? ახლა მე შენ მოგაჭრი თმას!
– მე შემეშინდა და გამოვიქეცი. გზაში ნაყინი ვიყიდე, ერთ სკამზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. დედაჩემი შემეცოდა, ჩემს გამო რომ დაიბარეს სკოლაში, ის ბევრს ინერვიულებდა. სახლში რომ მივედი, დედამ კარი გამიღო. ეტყობოდა გაბრაზებული იყო. მე ვუთხარი:
– დედა რამე მოხდა?
– ეს მე კიარა შენ უნდა მითხრა! რა მოხდა სკოლაში?!
– ვიცი დედა... ყველაფერს აგიხსნი!
– არაფრის ახსნა არ მჭირდება! ყველაფერი კარგად ვიცი! შენგან ამას არ მოველოდი! ახლავე შედი შენს ოთახში და იმეცადინე! დღეს არც კომპიუტერთან დაჯდები და არც გარეთ გახვალ სათამაშოდ!
მე ავედი ჩემს ოთახში, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. ძალიან გამწარებული ვიყავი, დავეხეთქე ჩემს საწოლზე და ტირილი დავიწყე...

Tuesday, March 19, 2013

უბედური გოგონადან წარმატებულ ვარსკვლავამდე


 მე სტეფანი მქვია და მინდა მოგიყვათ ჩემი ისტორია, როგორ მივედი უბედური გოგონადან წარმატებულ ვარსკვლავამდე...
 მთელი ბავშვობა ვერ ვიტანდი სახლიდან გასვლას და ვერც სკოლას, მაგრამ მიწევდა სიარული. მე სწავლის გამო არ მძულდა სკოლა, უბრალოდ იქ ყველა დამცინოდა, მირტყამდა. ყოველი გაკვეთილების შემდეგ ნაგვის ყუთში მტენიდნენ, იშვიათად თუ ვახერხებდი სახლში გამოქცევას. აღარ მინდოდა სიცოცხლე, საშინლად ვიყავი. თითქმის ყველას ვძულდი, მეგობრებიც არ მყავდა. მხოლოდ რამოდენიმე გოგონა თუ მემეგობრებოდა. ბიჭები გამუდმებით მირტყამდნენ... როდესაც ცოტა გავიზარდე, თავის მოკვლაც მინდოდა მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, უნდა დამენახა კარგი ცხოვრებაში... მე ვთქვი რომ ვიყავი ძლიერი გოგონა და ამას არასოდეს გავაკეთებდი!
 ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს პიანინოზე დაკვრა. პიანინოზე დაკვრა მეთვითონ ვისწავლე 4 წლისამ. ხშირად ვუკრავდი პიანინოზე და თან ვმღეროდი ხოლმე. როდესაც წამოვიზარდე, მივხვდი რომ უკვე პროფესიის არჩევის დრო დადგა. ჩემი უსაყვარლესი საქმე მუსიკა იყო, ამიტომ გადავწყვიტე სიმღერა დამეწყო.
 თავიდან არც ისე პოპულარული ვიყავი... ცოტა ფანი მყავდა, ცოტამ თუ იცოდა ჩემს შესახებ. მე მაშინ ვიყავი სტეფანი ჯერმანოტა! უკვე ვხვდებოდი რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ ისწრაფოდა და ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ მომცა ძალა გამეძლო ჩემი წარსულისთვის!
 2006 წელს, მე გამოვიყენე ფსევდონიმი "ლედი გაგა" ( ჯგუფ Queen–ის სიმღერიდან "Radio Ga Ga". ამ დღიდან მე გავხდი ლედი გაგა, მე დავიწყე ახალი ცხოვრება და მთელმა მსოფლიომ ამ სახელით გამიცნო! მე ახლა ვარ ძალიან ბედნიერი რადგან მყავს ძალიან ბევრი ფანი მთელს მსოფლიოში! ახლა მე ჩემი ფანებით ვცოცხლობ, მე ისინი საკუთარ თავზე მეტად მიყვარს!
 მე თავიდან ვიყავი ერთი უბედური გოგონა, ახლა კი წარმატებული ვარსკვლავი ვარ, მაქვს 5 გრემი და კიდევ უამრავი ჯილდო! ასე რომ არასდროს დაკარგოთ იმედი, იცხოვრეთ კარგით და არა ცუდით და თქვენ აუცილებლად აგიხდებათ თქვენი ოცნება!


Tuesday, March 12, 2013

სასაცილო ლექსები


შემოგთავაზებთ რამოდენიმე სასაცილო ლექსს : )

კატა კაქტუსს გამოედო
ეკლებს იცლის მთელი დღე,
მარშუტკები რომ გაძვირდა
მაინც მღერის ჩხეიძე?!

ქართულ ფილმში შოთას
შემოაკვდა ძერა,
ცოტა ჩვენც თუ არ ვიმღერეთ
ვინ გვიშველის ბერა?! 
გუშინ მოხდა ავარიაკაცს დაემტვრა მალები,
დავიჯერო ბედისწერას
ვერსად დაემალები?!

რომ შეგვპირდნენ საჩუქრებად
გაგიკეთებთ კბილებსო,
ჩემს ბებოს აინტერესებს
ოცდათორმეტივესო?!

მობილური ვიყიდე
და გამოდგა ბრაკი,
რომ მივუტან იმ გამყიდველს
რა ვუწოდო აკი?!

აღარ ფიქრობთ ხალხზე
და კვლავ აშენებთ ქალაქს,
ასფალტი რომ გათავდება
მერე რას შევჭამთ ტალახს?!

ქართველებში ბოღმა ჭარბობს
ღმერთო ჩემო რა შურია,
თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს
უკაცრავად ხაშურია?!

შენ სუნამო დამიწუნე
გადააგდე ფლაკონი,
გულახდილად მიპასუხე
გოგო ხარ თუ დრაკონი?!