Monday, January 21, 2013

ლედი გაგა ^^ ჩემი კუმირი


გამარჯობათ! მინდა რამოდენიმე სიტყვა გითხრათ ჩემს კუმირზე – ლედი გაგაზე! მე ის ძალიან მიყვარს და ლამაზად რომ ვთქვა სულ არ მაინტერესებს თქვენი აზრი მასზე. არ დაიწყოთ ეხლა უაზრო კომენტარები: "ფუუ ეს სატანისტი" "ფუუ ეს მახინჯი რამ სეგაყვარა" და ასეთი რაღაცეები, რადგან მე ამით ვერაფერს დამაკლებთ! მე მას ვერაფერი ვერ გადამაყვარებს. გაგაზე არის უაზრო ჭორები, რომ ის სატანისტია და ასე შემდეგ... ჯერესერთი ეს უბრალოდ ჭორებია რომელიც სიმართლე არ არის, მეორეცერთი გინდ სიმართლე იყოს ჩვენ მგონი აქ მომღერლობას ვაფასებთ და არა რელიგიას. ძალიან ნიჭიერი რომ არის ამაში ყველა დამეთანხმებით, შეიძლება საჯაროდ არ თქვათ მაგრამ გულში ყველა აღიარებთ იმას რომ გაგას მაგარი ხმა აქ, ჰეითერებიც კი. ზოგს კიდევ გარეგნობის გამო არ მოგწონთ... საერთოდ იცით რაა? გაგას შეუძლია ძალიან ბევრი ოპერაცია გაიკეთოს და ძალიან ლამაზი გახდეს, მაგრამ მას არ უნდა "ფულით ნაშოვნი სილამაზე". იგი რცება ბუნებრივი, ესაა მთავარი! აბა ერთი რა ჯენიფერ ლოპესი არის ლამაზი ოპერაციებით "გატენილი"??....
მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ ქართველები შურიანი ხალხი ვართ და სულ გვინდა რომ ვინმე გავაკრიტიკოთ... ისე ხომ არ შეიძლება... ყველაფერი უნდა გააკრიტიკოთ! ასე გააგრძელეთ თქვენ იცით, ძალიიან ბევრს მოიგებთ... ჯერ მარტო რატომ უნდა გსიუამოვნებდეს ადამიანის ლანძღვა? რა დაგიშავა? – არაფერი! მოკლეთ მე ამ სიტყვებით მაინც ვერაფერს გავხდები ჰეითერები მაინც გააგძელებენ ფეისბუკზე ჰეითერ–ფეიჯების კეთებას... მომღერლების ლანძღვას... შეიძლება რომ არ მოგწონდეს მაგრამ რატომ უნდა ლანძღო?... მეც არ მიყვარს სელენა მაგრამ არ ვლანძღავ..

ახლა კი პატარა მონსტრებს მივმართავ! ^^ მიყვარხართ! ჩვენ გვიყვარს დედა მონსტრი ^^ Paws Up Little Monsters!


Tuesday, January 15, 2013

ქალთა დახასიათება მათი საყვარელი ფერის მიხედვით


წითელი ტონის მოყვარულ ქალბატონებს ხშირად ძლიერი, ექსპრესიული ხასიათი აქვთ. თუმცა აქვთ მინუსები – ისინი ხშირ შემთხვევაში არიან ისტერიულები.  სწრაფად იქცევს საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. პროვოცირებას უკეთებს გარშემომყოფებს, რომ რეაგირება მოახდინონ მის მწვავე რეპლიკებზე და დაუფარავ, აშკარა ჟესტების ენაზე. ასეთ ქალბატონებს უყვართ უფრო მშვიდი და გაწონასწორებული კავალრები, რადგან თვითონ არიან ლიდერები და აქედან გამომდინარე მამაკაცის დომინირებას ურთიერთობაში ვერ ეგუებიან. თუმცა მამაკაცი უნდა იყოს რბილი ერთი შეხედვით, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული და ფეხზე მყარად მდგომი.

ცისფერი, ლურჯი ფერის მოყვარულები ტიბეტელი ბერებივით მშვიდები არიან. ამ ფერს უპირატესობას ანიჭებენ ჰარმონიული და მშვიდი ადამიანები. ამ ფერის მოყვარულ ქალბატონებს არ უყვართ კონფლიქტები, როგორც წესი ცხვორების თანამგზავრად ირჩევენ თავისზე უფროსს, მათი რჩეული უნდა იყოს მშვიდი და თუ ნებისმიერი სახის აგრესიას გამოავლენენ მაშინვე დაკარგავენ ქალის თვალში სიმპატიას.

ყვითელი ფერი კარიერისტი ქალების საყვარელი ფერია. ისინი ამბიციურები და ძალიან მიზანდასახულნი არიან, თუმცა აქვთ უნარი დროდადრო ბავშვობაში გადავარდნენ და როცა საქმე რომანტიკას, ოჯახს და სიყვარულს ეხება გულუბრყვილოები ხდებიან ან ოსტატურად თამაშობენ გულიბრყვილოს როლს. ასეთ ქალებს უკომპლექსო, მხიარული მამაკაცები მოსწონთ. ისინი მუშაობენ და ისვენებენ სპონტანურად, არასოდეს გეგმავენ ხვალინდელ დღეს და დღევანდელობით ცხოვრობენ.

იასამნისფერი უყვართ არტისტული ბუნების მანდილოსნებს. ასეთები თავს იდუმალების და დრამატიზმის აურაში ახვევენ. მათთვის მარტივია შთაბეჭდილების მოხდენა გარშემომყოფებზე. იასამნისფერის თაყვანისმცემლები ხშირად ირჩევენ შემოქმედებით პროფესიებს: მხატვრის, მუსიკოსის ან მსახიობის.. ასეთ ბოჰემურ წრეში მათ ხშირად ხვდებათ იმ ტიპის მამაკაცები როგორებიც ხიბლავთ, ანუ რომანტიკოსები, რომლებიც ოსტატურად ფლირტაობენ და ხშირად არიან ჭეშმარიტი მექალთანეები (ასეთი ტიპის მამაკაცებთან იასამნისფერ ქალებს უყვართ მეტოქეობა ფლირტის ხელოვნებაში).


მწვანე
 ტონის (სალათისფერიდან – ხაკისფერამდე) მოყვარული ქალბატონები გამოირჩევიან იდეალისტური ხასიათით. ისინი ერთანაირად მომთხოვნი არიან საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ. სტუდენტობისას ხშირად პრფოკავშირის თავმჯდომარეები და გამორჩეული სტუდენტები არიან. დაიმახსოვრეთ ქალი მწვანე კოსტიუმში არასოდეს შეხვდება გაიძვერას, არაკაცს… მისთვის ყველაზე მთავარი ადამიანური თვისებებია და არა რჩეულის ფიზიკურობა თუ მატერიალური შესაძლებლობები. მას ყოველთვის დააინტერესებს მამაკაცის ოჯახი, მისი მშობლები და მათი საქმიანობის სფერო.

ფორთოხლის ფერი, „წარიჟაო" უყვართ თავისუფალი ხასიათის ქალბატონებს. ისინი ძალიან სპონტანურები, მხიარულები არიან და ცხოვრებას მსუბუქად უყურებენ. უმეტესად გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან. ხშირად იცვლიან პარტნიორებს, თავისუფალი სიყვარულის მომხრეები არიან. ასეთ ქალებს არ უყვართ დოგმები და აკრძალვები ინტიმურ ასპექტში, დიდ ხანს პარტნიორის გარეშე ყოფნამ შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს. კაცებს ირჩევს იმის მიხედვით თუ რამდენად მსგავსი ინტერესები აქვთ, რამდენად სპონტანურია და რამდენად შეუძლია სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება.


ინტელექტუალი ქალების საყვარელი ფერი შავია. ამ ფერის მოყვარულთათვის დამახასიათებელია შინაგანი ნონკონფორმიზმი, ზრდასრულ ასაკშიც კი. ქალი შავებში ხშირად გატაცებულია ფილოსოფიით, თეოლოგიური მოძღვრებებით და ხელოვნებით. მას უყვარს კითხვა. თუმცა თუ ქალი დიდხანს ატარებს შავს ეს მიუთითებს შინაგან დეპრესიაზე. მას მხოლოდ ინტელექტუალი მამაკაცები ხიბლავს, ცხოვრების თანამგზავრს ინტელექტით ირჩევს.

მორიდებული და დაკვირვებული მანდილოსნების ფერია თეთრი. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი საერთოდ დადებითი ენერგიის და გახსნილობის ფერია, ამ ფერის ტანსაცმლის მოყვარული ქალები საკუთარ თავში ჩაკეტილი და ჩუმები არიან. როგორც წესი თეთრი სადა არ არის, თეთრ ფონზე არის ორნამენტები: ყვავილები, გეომეტრიული ფიგურები, კოპლები. ასეთი ქალები განსაკუთრებული გამჭრიახობით გამოირჩევიან. თუმცა არასოდეს განიკითხავენ ადამიანს ადამიანური სისუსტეების გამოვლენისთვის, პირიქით ყოველთვის მზად არიან მოუსმინონ და მხარდაჭერა გამოიჩინონ ახლობლების მიმართ, როცა ისინი შეცდომას სჩადიან. კაცებს მათში იზიდავს დედობრივი მზრუნველობის შეგრძნება. თუმცა მათ თავად გვერდით სჭირდებათ მამაკაცი, რომელიც ისეთივე მზრუნველი და გულშემატკივარი იქნება როგორებიც თვითონ არიან საჭიროების შემთხვევაში.


ვარდისფერი
 უყვართ ინფანტილურ, ნაზ, კეკლუც ქალებს. ისეთებს, რომლებიც მუდმივად ბავშვობას, თოჯინებს რბილ სათამაშოებს მისტირიან. ისინი ძალიან ნაზები, კაპრიზულები და ამავე დროს მიმზიდველნი არიან. ასაკშიც კი ფლამინგოს ფერის მოყვარულნი ქალიშვილურ სიკეკლუცეს ავლენენ. მათი უმრავლესობა არ ზრუნავს კარიერაზე და ოჯახურ კერას უვლიან. მათ უყვართ ძლიერი მამაკაცის მზრუნველობის და პასუხისმგებლობის შეგრძნება, უყვართ როცა მათ იცავენ და მასზე ზრუნავენ. (ყველა ქალს უყვარს როცა მასზე ზუნავს კაცი, არა აქვს მნიშვნელობა რა ფერის კაბას ანიჭებს მანდილოსანი უპირატესობას.